пятница, 21 февраля 2014 г.

თბილისი - ჩემი  დედაქალაქი
      ჩვენი თბილისი- ჩვენი ქალაქი... როგორც დედა, შვილების ზრუნვაში გათეთრებული... ჭაღარა, მაგრამ უბერებელი... ვინ არ ებრძოდა, ვის არა სურდა მისი მოსპობა...
     მოისპნენ მისი მომსპობნი, აღიგავნენ პირისაგან მიწისა, თბილისი კი კვლავ ფესვმაგარ მუხასავით დგას!
     საუკუნეების ქარტეხილებს თავდაღწეული შენდება, ლამაზდება, იცვლება, მაგრამ ჩვეულ იერს არ კარგავს!

    თუ გინდა, უკეთ გაიცნო შენი დედაქალაქი,  მისი ჭირი და ლხინი გაიზიარო,
    თუ გინდა, იამაყო მისი წარსულითა და აწმყოთი, შექმნა მისი მომავალი,
  
    თუ გსურს ,იყო მისი ღვიძლი შვილი და გქონდეს უფლება ამაყად თქვა: ,,მე თბილისელი ვარ?!»


უკეთ გაიცანი ის!

Комментариев нет:

Отправить комментарий