понедельник, 17 марта 2014 г.

მევხრე დღე

     საინტერესო, სიახლეებით სავსე ტრენინგის ბოლო დღეა. ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ, მაგრამ ყველა ღელავს... დღეს ჩვენს ხორცშესხმულ საპროექტო იდეებს ერთმანეთს წარვუდგენთ, ვაკეთებთ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებულ პრეზენტაციებს... ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს... სასიამოვნოა იმის განცდა, რომ სამომავლო გეგმებზე კეთილმოსურნეთა გარემოცვაში საუბრობ. 

მერვე დღე


      შევქმენით პორტფოლიო და თავი მოვუყარეთ ჩვენ მიერ შესრულებულ ყველა დავალებას. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა  და გამოქვეყნება. ვისწავლეთ სხვადასხვა საიტებიდან ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის, სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა ბლოგზე.

მეშვიდე დღე


დღეს განვიხილეთ შესრულებული დავალებები. სახელმძღვანელოში გავეცანით შეფასების სტრატეგიებსა და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები. ვიმუშავეთ word-ში ცხრილების შედგენაზე.

суббота, 15 марта 2014 г.


მეექსვე დღე


     ბევრ საინტერესო  საკითხთან  ერთად  ვისწავლეთ  ინტერნეტში მასალის მოძიება და მისი ჩვენს  სასარგებლოდ გამოყენება.ვიმუშავეთ  მოსწავლის პრეზენტაციის  შექმნაზე.განვიხილეთ   ჩვენი      პროექტის   ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი  კითხვების  ვარიანტები.

суббота, 1 марта 2014 г.

Vდღე 

     დავხვეწეთ პროექტის გეგმა, გავიმყარეთ წინარე ცოდნა, გავეცანით: K-W-L ცხრილს, სახელმძღვანელოდან ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებას, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

среда, 26 февраля 2014 г.

IV დღე

      გადავიკითხეთ მეორე მოდულის ნაბიჯი 2: გავიაზრეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენას.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნის მეთოდები, ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.

III დღე


გავიმყარეთ უკვე შეძენილი ცოდნა, ვისწავლეთ ბლოგზე ცვლილებების შეტანა.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. შევადგინეთ პროექტის გეგმა, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების პრეზენტაციასა და ნიმუშებს. შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

суббота, 22 февраля 2014 г.



II დღე 

     წარმოვადგინეთ ჩვენი სავარაუდო პროექტი. ვისწავლეთ ჩანიშვნა და ტექსტის კომენტირება.
გავეცანით ინტელის გვერდზე ბროშურის ნიმუშებს, ვისწავლეთ ბროშურის შექმნა ყველა შესაძლო რესურსის  გამოყენებით .
    გავეცანით პუბლიკაციის ჩეკლისტს, ელექტრონული ფოსტისა და ბლოგის შექმნის წესს.
ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება ,ფოსტით გდაგზავნა, განაქირვება.






I დღე

     შევუდექით პროექტებით სწავლებას. გავეცანით მოდულებს , ტრენიგის ხანგრძლივეობასა და განრიგს. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებზე. გავიხსენეთ საქაღალდის გახსნა და მასში  დოკუმენტების გადატანა
      მიზნად დავისახეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის შექმნა, გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმასა და დავათვალიერეთ ინტელის გვერდზე დადებული პროექტები.
      

пятница, 21 февраля 2014 г.


თბილისი - ჩემი  დედაქალაქი
      ჩვენი თბილისი- ჩვენი ქალაქი... როგორც დედა, შვილების ზრუნვაში გათეთრებული... ჭაღარა, მაგრამ უბერებელი... ვინ არ ებრძოდა, ვის არა სურდა მისი მოსპობა...
     მოისპნენ მისი მომსპობნი, აღიგავნენ პირისაგან მიწისა, თბილისი კი კვლავ ფესვმაგარ მუხასავით დგას!
     საუკუნეების ქარტეხილებს თავდაღწეული შენდება, ლამაზდება, იცვლება, მაგრამ ჩვეულ იერს არ კარგავს!

    თუ გინდა, უკეთ გაიცნო შენი დედაქალაქი,  მისი ჭირი და ლხინი გაიზიარო,
    თუ გინდა, იამაყო მისი წარსულითა და აწმყოთი, შექმნა მისი მომავალი,
  
    თუ გსურს ,იყო მისი ღვიძლი შვილი და გქონდეს უფლება ამაყად თქვა: ,,მე თბილისელი ვარ?!»


უკეთ გაიცანი ის!