понедельник, 17 марта 2014 г.

მევხრე დღე

     საინტერესო, სიახლეებით სავსე ტრენინგის ბოლო დღეა. ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ, მაგრამ ყველა ღელავს... დღეს ჩვენს ხორცშესხმულ საპროექტო იდეებს ერთმანეთს წარვუდგენთ, ვაკეთებთ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებულ პრეზენტაციებს... ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს... სასიამოვნოა იმის განცდა, რომ სამომავლო გეგმებზე კეთილმოსურნეთა გარემოცვაში საუბრობ. 

მერვე დღე


      შევქმენით პორტფოლიო და თავი მოვუყარეთ ჩვენ მიერ შესრულებულ ყველა დავალებას. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა  და გამოქვეყნება. ვისწავლეთ სხვადასხვა საიტებიდან ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის, სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა ბლოგზე.

მეშვიდე დღე


დღეს განვიხილეთ შესრულებული დავალებები. სახელმძღვანელოში გავეცანით შეფასების სტრატეგიებსა და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები. ვიმუშავეთ word-ში ცხრილების შედგენაზე.

суббота, 15 марта 2014 г.


მეექსვე დღე


     ბევრ საინტერესო  საკითხთან  ერთად  ვისწავლეთ  ინტერნეტში მასალის მოძიება და მისი ჩვენს  სასარგებლოდ გამოყენება.ვიმუშავეთ  მოსწავლის პრეზენტაციის  შექმნაზე.განვიხილეთ   ჩვენი      პროექტის   ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი  კითხვების  ვარიანტები.

суббота, 1 марта 2014 г.

Vდღე 

     დავხვეწეთ პროექტის გეგმა, გავიმყარეთ წინარე ცოდნა, გავეცანით: K-W-L ცხრილს, სახელმძღვანელოდან ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებას, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

среда, 26 февраля 2014 г.

IV დღე

      გადავიკითხეთ მეორე მოდულის ნაბიჯი 2: გავიაზრეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენას.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნის მეთოდები, ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.