მევხრე დღე
საინტერესო, სიახლეებით სავსე ტრენინგის ბოლო დღეა. ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ, მაგრამ ყველა ღელავს... დღეს ჩვენს ხორცშესხმულ საპროექტო იდეებს ერთმანეთს წარვუდგენთ, ვაკეთებთ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებულ პრეზენტაციებს... ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს... სასიამოვნოა იმის განცდა, რომ სამომავლო გეგმებზე კეთილმოსურნეთა გარემოცვაში საუბრობ.